რეგიონული ზრდის ხელშეწყობა
დრომონი-ს გემების და საწარმოს ოპერირების უზრუნველსაყოფად, ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დასაქმდეს ჩვენს გემებიზე და ქარხანაში.
ჩვენს საწარმოო პროცესებში სეზონურად 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სამუშაო ადგილების შექმნის მიღმა, ჩვენ ინვესტიციებს ადგილობრივ ინფრასტრუქტურაშიც ვდებთ, რადგან ვცდილობთ ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობაში წვლილი შევიტანოთ. ამ მხრივ, ვიღებთ მონაწილეობას ისეთ აქტივობებში როგორიცაა ყულევში გარე განათების სისტემის მოწყობა, რაც ხელს უწყობს ყოველდღიური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას იმ ტერიტორიებზე, სადაც საქმიანობას ვეწევით. ამავდროულად, 2026-2027 წლის სეზონის დასაწყისში, ჩვენს გემებზე და ქარხანაში პირველად ვუმასპინძლეთ ადგილობრივ მოსწავლეებს (ყულევის და ხორგის სკოლებიდან), რათა მათთვის გაგვეზიარებინა ინფორმაციაადგილობრივი საზღვაო ინდუსტრიის შესაძლებლობების და სამომავლო დარგობრივი და პროფესიონალური განვითარების მიმართულებების შესახებ.