ჩვენი გუნდი

ერთად, ჩვენ ვავითარებთ საქართველოს თევზჭერის ინდუსტრიას

ზღვიდან ქარხნამდე, ჩვენი გუნდი ღირებულებათა ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე მუშაობს, რათა უზრუნველყოს ეფექტურობა, სანდოობა და წარმოების უმაღლესი სტანდარტები. დრომონი-ს უკან დგას მუდამ მზრდადი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია მოტივირებული სპეციალისტებთ, რომლებსაც საერთო ამბიცია აერთიანებთ:

  • ხარისხის გლობალური სტანდარტებისადმი ერთგულება;
  • სიზუსტესა და ოპერაციულ ეფექტურობაში სრულყოფილების მიღწევა;
  • გარემოსა და ადგილობრივი თემების პატივისცემა;
  • საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის წინსვლა და განვითარება.

ადგილობრივი ექსპერტიზის ჩამოყალიბება

მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორში საქმიანობისას, სადაც ადგილობრივი გამოცდილება ისტორიულად შეზღუდული იყო, დრომონი საერთაშორისო ინდუსტრიულ გამოცდილებას აერთიანებს გრძელვადიან ვალდებულებასთან —კერძოდ, ხელი შეუწყოს ქართველი მეთევზე-პროფესიონალების ახალი თაობის ჩამოყალიბებას.

ჩვენი დამფუძნებლის შესახებ

დრომონი-ს დამფუძნებლისთვის, სულხან პაპაშვილისთვის, შავი ზღვა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის წარმომავლობასა და აღზრდასთან.

დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში დაბადებული და გაზრდილი, იგი ამ მხარის კულტურის, ისტორიისა და საზღვაო ტრადიციების გარემოცვაში აღიზარდა. სწორედ ეს კავშირი გახდა მოგვიანებით „დრომონი-ს“ შექმნის ერთ-ერთი შთაგონების წყარო.

სულხან პაპაშვილის ლიდერობით, დრომონი ორიენტირებულია წვლილი შეიტანოს საქართველოს საზღვაო სექტორის გრძელვადიან განვითარებაში. კომპანიის საქმიანობის მეშვეობით, მას სურს ხელი შეუწყოს ამ ინდუსტრიაში საქართველოს მზარდი პოტენციალისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას.