ჩვენი ქარხანა
დრომონი-ს ქარხანა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს, ასახავს ჩვენს ამბიციას — დავამკვიდროთ ახალი სტანდარტები თევზჭერის ინდუსტრიაში და გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც თანამედროვე საზღვაო ქვეყნის, პოზიცია.
სტრატეგიული მდებარეობა ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად
ჩვენი ქარხანა ყულევში სტრატეგიულად განთავსდა, რათა შექმნილიყო პირდაპირი მარშრუტი შავ ზღვასა და ჩვენს გადამამუშავებელ ობიექტს შორის.
ხობის მდინარის გასწვრივ მდებარე ჩვენი ქარხანა საშუალებას იძლევა, ახლად დაჭერილი თევზი სატრანსპორტო ნავიდან სწრაფად გადავიტანოთ ქარხანაში, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის სიძანსაღის შენარჩუნებას.
ჩვენი ქარხან მდებარეობს მჭიდროდ დასახლებული ურბანული ტერიტორიებისგან მოშორებით. შესაბამისად, ჩვენი ქარხნული პროცესები, როგორიცაა პროდუქტის ტრანსპორტირება და გადამუშვება არანაირ ნეგატიურ გავლენას არ იწვევს ადგილობრივ დასახლებაზე.
ისტორიული ინფრასტრუქტურის აღორძინება
ჩვენი ქარხნის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მახასიათებელია 260 მეტრი სიგრძის ნავსადგომის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია, რომელიც მიტოვებული იყო გასული საუკუნის შუა წლებიდან. გარდა იმისა, რომ მას ოპერაციული დატვირთვა აქვს და ახლად დაჭერილი თევზი სამანქანო გზით გადატანის ნაცვლად ზღვიდან პირდაპირ ჩვენს ქარხანაში გადადის, ეს ნავსადგომი ასევე მნიშვნელოვან სტრატეგიულ აქტივს წარმოადგენს.
ქაფშიას შავ ზღვაში, საქართველოს დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ იჭერენ.
მოპოვებული თევზი შავი ზღვიდან პირდაპირ ჩვენს საწარმოში მდინარე ხობის გავლით ტრანსპორტირდება, რაც ამცირებს მიწოდების დროს და უნარჩუნებს პროდუქტს სიჯანსაღეს.
ქაფშია გადმოიტვირთება პირდაპირ ქარხნის ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ იგზავნება გადასამუშავებლად.
შექმნილია მოწინავე ტექნოლოგიებით
თანამედროვე გერმანული და თურქული დანადგარებით აღჭურვილი დრომონი დასავლეთ საქართველოში თევზის გადამამუშავებელი ყველაზე მოწინავე საწარმოა.
მისი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს:
- წარმოების ეფექტიანობის მაქსიმიზაციას;
- ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის მკაცრი სტანდარტების დაცვას;
- საკვები ნივთიერებების ექსტრაქციის ოპტიმიზაციას;
- გარემოსდაცვით უმაღლეს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.
ლიდერი ეფექტურობაში
2022 წელს, ფუნქციონირების დაწყების დღიდან, დრომონმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე ეფექტურმა ოპერატორმა. თანამედროვე ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების წყალობით, კომპანია მუდმივად აღწევს პროდუქციის ყველაზე მაღალ გამოსავლიანობას (საწარმოო მაჩვენებელს) საქართველოში.
მომხმარებელზე ფოკუსირება
ჩვენ ვემსახურებით მომხმარებელთა მრავალფეროვან სპექტრს, მათ შორის აკვაკულტურის მეურნეობებს, პირუტყვის საკვების მწარმოებლებსა და შინაური ცხოველების საკვების კომპანიებს.
სერტიფიკატები
დრომონი მკაცრად იცავს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტებს — თევზის დაჭერიდან მისი გადამუშავების პროცესამდე. ჩვენი წარმოება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს: ISO-ს, HACCP-ს და სხვა მარეგულირებელ აკრედიტაციებს.