ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვა საქართველოსთვის

ჩვენი ხედვა კომერციულ წარმატებას სცილდება; ჩვენ მთელი ინდუსტრიის აღორძინებაში შეგვაქვს წვლილი. თანამედროვე გემებში, მოწინავე გადამამუშავებელ ობიექტებსა და ინდუსტრიულ ექსპერტიზაში ინვესტიციების განხორციელებით, დრომონი ცდილობს საქართველოს კვლავ წამყვანი საზღვაო ერისა და შავი ზღვის პროდუქტების წამყვანი მწარმოებლის პოზიციაზე დააყენოს.

შთაგონებული საქართველოს მდიდარი საზღვაო მემკვიდრეობით

საქართველოს დასავლეთ სანაპირო საუკუნეების განმავლობაში შავი ზღვის გავლენით ყალიბდებოდა. ანტიკურ ხანაში კოლხეთის დაბლობი ცივილიზაციათა გზაჯვარედინს წარმოადგენდა, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთს კავკასიასთან აკავშირებდა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო კვანძის ფუნქციას ასრულებდა.

საუკუნეების განმავლობაში შავი ზღვის სიუხვე ასაზრდოებდა სანაპირო თემებს, ხელს უწყობდა სავაჭრო მარშრუტების განვითარებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონის ეკონომიკისა და იდენტობის ფორმირებაში.

ეს სანაპიროები ლეგენდების მხარეა, სადაც ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოქროს საწმისის ამბავი განვითარდა და სადაც, გადმოცემის მიხედვით, არგონავტების დანიშნულების ადგილი — უძველესი ქალაქი აია მდებარეობდა.

გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნა

რეგიონის მრავალი ინდუსტრიის მსგავსად, საქართველოს თევზჭერის სექტორმა 1990-იანი წლების ეკონომიკური ცვლილებების შემდეგ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. დაბერებული ფლოტი, შემცირებული ინფრასტრუქტურა და შეზღუდული ინვესტიციები ამ მემკვიდრეობის გაქრობას იწვევდა.
„დრომონში“ ჩვენ გვსურს ამის შეცვლა. ჩვენს გამოწვევებს შესაძლებლობებად აღვიქვამთ და მტკიცედ გვჯერა საქართველოს, როგორც წამყვანი მეთევზეობისა და საზღვაო ერის, პოტენციალის.

ახალი ეპოქის დასაწყისი

დღეს, განახლებული ინვესტიციები, მზარდი გლობალური მოთხოვნა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა საქართველოს თევზჭერის ინდუსტრიისთვის ახალ იმპულსს ქმნის. როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი აღიარებს სექტორის აღორძინების სტრატეგიულ მნიშვნელობას, ფლოტი მოდერნიზებიდან დაწყებული გადამუშავებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაძლიერებით დამთავრებული. ისეთი პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, მხარს უჭერენ ამ ტრანსფორმაციას და ეხმარებიან კომპანიებს, განახორციელონ ინვესტიციები გრძელვადიან ინდუსტრიულ განვითარებაში.

ჩვენი ძალისხმევა უკვე იძლევა შედეგს

პირველი ქართული გემები შავ ზღვაში

ჩვენ ვართ პირველი ქართული შავი ზღვის კომპანია, რომელმაც საკუთარი ფლოტი ააშენა და მართავს.

სამუშაო ადგილების შექმნა

ჩვენ ვქმნით დასაქმების შესაძლებლობებს როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე.

მდინარის ნავიგაციის აღორძინება

ჩვენ აღვადგინეთ მდინარეზე ნავიგაცია ისტორიული ნავმისადგომის რეაბილიტაციის გზით.