ჩვენი ფლოტი

შავი ზღვის ახალი ეპოქის ნავიგაცია

„დრომონი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც საკუთარი სათევზაო გემები ააშენა და შავ ზღვაში დამოუკიდებლად ოპერირებს. ჩვენი ფლოტი შედგება ულტრათანამედროვე გემებისგან, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით წყალზე ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად

დრომონი  I

დრომონი I

ჩვენი პირველი გემი, დრომონი I, სიმბოლოა ახალი ეპოქის — პირველი ქართულად აშენებული თევზსაჭერი გემი, რომელიც ოპერირებს შავ ზღვაში. ცნობილია სიჩქარით და ეფექტურობით, შექმნილია ანჩოუსის ეფექტური და მდგრადი დაჭერისთვის.
დრომონი II

დრომონი II

ჩვენი მეორე გემი — Dromoni II — ამჟამად მშენებლობის პროცესშია და უახლოეს პერიოდში ფლოტს შეუერთდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს საოპერაციო შესაძლებლობებს. მისი მშენებლობა შესაძლებელი გახდა სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს გრძელვადიან ერთგულებას ინოვაციებისა და თევზჭერის ინდუსტრიის განვითარების მიმართ.

ტექნოლოგია

ჩვენი სეინერული (გარსშემომვლები) გემები, რომელთა ტევადობაც 700-დან 1000 ტონამდე მერყეობს, იდეალურია ქაფშიის გუნდების დასაჭერად. ჩვენ ვიყენებთ წვრილთვლიან დიდ ბადეებს, რაც საშუალებას იძლევა ბადემ გარს შემოუაროს ნადავლს და, ამავდროულად, მინიმუმამდე დაიყვანოს თანაჭერის რისკი.

უსაფრთხოება

ჩვენი ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ყველა გემი აღჭურვილია უსაფრთხოების საშუალებებით, სანავიგაციო სისტემებითა და საკომუნიკაციო ინსტრუმენტებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ეკიპაჟის კეთილდღეობა და ჩვენი ოპერაციების უსაფრთხო და გამართული მიმდინარეობა.

ფლოტი მოქმედებაში